კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.განკარგულებაშია აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან.