​კახა კოჟორიძე და გიორგი კვერენჩხილაძე მოწმეთა დაკითხვის წესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ შეხვდნენ. 
 
პრეზიდენტის მრჩევლებმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მოწმეთა დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინეს. როგორც კახა კოჟორიძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტისათვის ამ საკითხზე, კანონში შესატანი ცვლილებები განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.