ნატალი საბანაძე პრეზიდენტმა ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება ნატალი საბანაძის ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.განკარგულებაშია აღნიშნულია, რომ „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან.