​პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის სადღესასწაულო მესას თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას მრევლთან ერთად ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცა.
 
“მე მინდა მივულოცო ყველა ჩვენს თანამემამულეს ვინც დღეს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. ვუსურვო მათ მშვიდობა მსოფლიოში და მშვიდობა საქართველოში.
 
დღეს კათოლიკურ ტაძარში კათოლიკებთან ერთდ არიან სხვადასხვა კონფესიების, სხვადასხვა რწმენის ადამიანები და ისინი იზიარებენ მათ სიხარულს.
 
ეს არის ძალიან დამახასიათებელი საქართველოსთვის. ჩვენ ყველანი სხვადასხვა რწმენის, სხვადასხვა კონფესიების ადამიანები თანაზიარნი ვართ სიხარულისაც და მწუხარებისაც,”- აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა.
 
ტაძარში მესას კათოლიკე მრევლთან ერთად დედაქალაქის მერი, დევნილთა და განსახლების მინისტრი და საკრებულოს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
 
სადღესასწაულო მესა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა.