​პრეზიდენტის ვეტოს დღეს პარლამენტი განიხილავს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დღეს საქართველოს პარლამენტს განსახილველად "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს წარუდგენს.
ანა ნაცვლიშვილი დეპუტატების წინაშე დღეს 12:00 საათზე წარსდგება და პარლამენტს კანონპროექტთან დაკავშირებით იმ არგუმენტებს გააცნობს, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტმა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და "შესყიდვების შესახებ" კანონში ცვლილებებს ხელი არ მოაწერა და პარლამენტს განსახილველად დაუბრუნა.
პრეზიდენტის ვეტოს განხილვას დაესწრებიან: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე.