​პრეზიდენტმა ბონდო კაკუბავა და დიმიტრი ლოლაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მაღალპროფესიული ჟურნალისტური და პუბლიცისტური საქმიანობისათვის ფოტოჟურნალისტი და მწერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე დიმიტრი ლოლაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
სახელმწიფო ჯილდო- ღირსების ორდენი გადაეცა ასევე, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ბონდო კაკუბავას ფეხბურთის განვითარებისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სპორტული მოღვაწეობისათვის.
სახელმწიფო ჯილდოები ფოტოჟურნალისტსა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დიმიტრი ლოლაძის წიგნის "ვიტალი დარასელია“ პრეზენტაციაზე გადასცა.
წიგნის პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვეტერანი ფეხბურთელები და ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები.