​საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ, დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ოლენა ზერკალი მიიღო.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას შეეხო. მხარეებმა ევროპაში ინტეგრაციის საკითხებიც განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ უკრაინა პირველი იანვრიდან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას გეგმავს, ამიტომ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. საუბარი შეეხო უკრაინაში კერძოდ დონბასისა და ყირიმის რეგიონებში არსებულ სიტუაციას.