​საქართველოს პრეზიდენტი 19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი კახი კახიშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ სრულიად არაადეკვატური და ბინძური კამპანიის ფონზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით აწარმოა კოალიციამ "ქართული ოცნება" და "ევროპულმა საქართველომ" მიესალმება მინისტრ კახიშვილის ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
„დღეს მქონდა კომუნიკაცია ბატონ მინისტრთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მინისტრსა და შეწყალების კომისიის წევრებს შორის", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.