​საქართველოს პრეზიდენტი - აშშ ქართველი სამხედროების მხარდაჭერით რუსეთს მკაცრ გზავნილს უგზავნის

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით 28 ივლისს უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართა.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას უფრო სტაბილური სამხედრო ძალების შექმნის, სამხედრო წვრთნების და არმიის აღჭურვის საქმეში,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთშაბათს.
როგორც მან აღნიშნა, სწორედ ეს საკითხები იქნება განხილვის "ერთ-ერთი მთავარი თემა" აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში.
მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კვირას, პენსის ვიზიტის წინა დღეს ქართული არმია აშშ-სა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორკვირიან წვრთნებს დაიწყებს, რათა რუსეთს მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნოს საერთო ღირებულებებსა და პოლიტიკურ მიზნებზე.
"ვიცეპრეზიდენტის აქ ყოფნა ხაზგასმით გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მხოლოდ სამხედრო წვრთნები, არამედ საერთო ღირებულებები, საგარეო პოლიტიკური მიზნები და მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ერთად ვართ", - განაცხადა მარგველაშვილმა პრესკონფერენციაზე.
2008 წელს რუსეთმა საქართველო ხანმოკლე ომში დაამარცხა და მოსკოვი განაგრძობს ქართულ, სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ჯარების განლაგებას და საქართველოს მეორე, სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის მხარდაჭერას.
"ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამხედრო სწავლება და წვრთნები მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში (სამხრეთ ოსეთი)", - დასძინა მარგველაშვილმა.
პენსი საქართველოს გარდა ესტონეთს და მონტენეგროსაც ეწვევა.


U.S. backing of Georgian military sends strong message to Russia: Margvelashvili

ჟურნალისტი: მარგარიტა ანთიძე; რედაქტირება: პრითა სარკარ