​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფილოსოფოს გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბატონი გურამ თევზაძის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს.
უმძიმესია ეს წუთები, როდესაც ქართული ფილოსოფიური საზოგადოება ემშვიდობება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცეპრეზიდენტს, მეცნიერსა და ფილოსოფოსს გურამ თევზაძეს, პირადად მე კი, უსაყვარლეს მასწავლებელს.
ქართული მეცნიერებისათვის დიდი დანაკლისია ისეთი მეცნიერის დაკარგვა, რომელიც მდიდარი პედაგოგიური და სამეცნიერო გამოცდილებით ზრდიდა მომავალ თაობებს. თუმცა ნუგეშია, ის რომ მისი მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა კვლავ გზას გაუკვალავს ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით.