​საქართველოს პრეზიდენტი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ღირსეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელზეც პირდაპირაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მასწავლებლებს მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რომელსაც ისინი ატარებენ ერისა და ქვეყნის წინაშე, შეუფერხებლად და წარმატებით განახორციელონ.
მასწავლებლობა დღეს გმირობაა, როცა უამრავი პრობლემის მიუხედავად, მომავალი თაობების აღზრდას, მათთვის შესაბამისი ხარისხის განათლების მიწოდებას და მათი სულიერ ჩამოყალიბების საქმეს ერთგულად ემსახურები.
მადლობა კიდევ ერთხელ მათ იმ ღვაწლისთვის, რასაც მომავალი თაობისთვის გასცემენ.