​საქართველოს პრეზიდენტი ქართველ მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მეზღვაურებს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.
“ქართველ მეზღვაურებს და ყველას, ვინც დღეს შორეულ ნაოსნობაშია ვულოცავ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს - პროფესიულ დღესასწაულს. ვუსურვებ მათ უსაფრთხო ნაოსნობას და პროფესიულ განვითარებას.
უაღრესად დასაფასებელია მათი ღვაწლი, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს პროფესიას მომავალ თაობებს გადასცემს და უზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ეს ურთულესი პროფესია პროფესიონალიზმსა და ცოდნის მიღმა სიმამაცესა და პიროვნულ გამბედაობას მოითხოვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს!", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.