საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს NDI- ის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციებსა და ევროპარლამენტარებს შეხვდა.პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრებზე გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს საარჩევნო პროცესის დაკვირვებისათვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა ქვეყნის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების ხარისხს.