​საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 164

N 164  2016 წლის  11  ივლისი   ქ. თბილისი
 
 
 
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
 
 
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
 
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს N387 ბრძანებულება.
 
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიდი ლიახვის ხეობის სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 7 ივნისის N464 ბრძანებულება.
 
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 დეკემბრის N1096 ბრძანებულება.
 
4. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N490 ბრძანებულება.
 
5. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N491 ბრძანებულება.
 
6. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N493 ბრძანებულება.
 
7. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქსნის ხეობის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N494 ბრძანებულება.
 
8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კლდეკარის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N495 ბრძანებულება.
 
9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N496 ბრძანებულება.
 
10. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 აგვისტოს N497 ბრძანებულება.
 
11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის გურიის მხარის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 13 დეკემბრის N684 ბრძანებულება.
 
12. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 იანვრის N50 ბრძანებულება.
 
13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 15 თებერვლის N85 ბრძანებულება.
 
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი