​საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 298

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
 
 
 
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის საქართველოს კანონის (N 1016 – Iს) მეორე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 სექტემბრის №404 ბრძანებულება.
 
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის N 501 დადგენილების ამოქმედებისთანავე.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილ