​საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 80

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
 
 
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის N963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების:
 
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
2. საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებს, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს, ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.“.
 
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
 
„7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე.“.
 
მუხლი 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი