​საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 03/06/03

N 03/06/03   2016 წლის   3 ივნისი    ქ. თბილისი
 
 
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების
 
დანიშვნის შესახებ
 
 
 
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი
 
პრემიერ-მინისტრი            გიორგი კვირიკაშვილი