​საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 05/04/03

N 05/04/03   2016 წლის   5  აპრილი    ქ. თბილისი
 
 
 
ქეთევან ქარდავას ღირსების ორდენით
 
 დაჯილდოების შესახებ
 
 
 
ნაყოფიერი და მაღალპროფესიონალური ჟურნალისტური საქმიანობისა და ქ. ბრიუსელში ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაციის მყისიერი გავრცელებისას გამოვლენილი პროფესიული თავდადებისათვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა დაჯილდოვდეს ღირსების ორდენით.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი