​საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 21/03/01

ფილიპ მარკ ბრიდლავის ოქროს საწმისის ორდენით
 
დაჯილდოების შესახებ
 
 
 
საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაური, ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი ფილიპ მარკ ბრიდლავი დაჯილდოვდეს ოქროს საწმისის ორდენით.
 
 
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი