​საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში გვარდიის 25 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს პატივი მიაგო

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ გვარდიის 25 წლისთავის აღსანიშნავად პატივი მიაგო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლებს.
 
პრეზიდენტის მრჩეველმა გმირთა მოედანზე მდებარე მემორიალი და კასპში ყოფილი გვარდიელის ტარიელ შარიქაშვილის მემორიალი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტთან და ყოფილ გვარდიელებთან ერთად გვირგვინით შეამკო.
 
„ჩვენ პატივი მივაგეთ ტარიელ შარიქაშვილის ხსოვნას, ყოფილი გვარდიელი სოხუმის დაცემისას დაიღუპა, იგი სიკვდლის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული. ასეთი გმირები ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას“, -განაცხადა ალექსანდრე ბარბაქაძემ.