​საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ავსტრიის სახელმწიფო ბიბლიოთეკას ქართული წიგნის ფონდის გამდიდრებაში დაეხმარება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან ერთად, ვენის სახელმწიფო ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც ახლადგახსნილი ქართული წიგნების კუთხე დაათვალიერა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენაში მყოფი ქართველებისათვის ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომი იყოს ქართული წიგნები. გადავწყვიტეთ, რომ ბიბლიოთეკას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დავეხმარებით. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ აქ ქართველები, აღნიშნული ბიბლიოთეკის უფრო აქტიური მომხმარებლები გახდებიან. ვენის სახელმწიფო ბიბლიოთეკა სრულად უჭერს მხარს ამ ინიციატი​ვას",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.