​საქართველოს პრეზიდენტმა 57 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 57 პირი.
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების აქტის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 30 მსჯავრდებული.
ხოლო, ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 27 პირს, მათ შორის 2 ქალია.
შეწყალების საკითხთა კომისიამ 22-24 ოქტომბრის პერიოდში  575 მსჯავრდებულის საქმე განიხილა. 
პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.