​საქართველოს პრეზიდენტმა ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი და სამეცნიერო მოღვაწეობისათვის, საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გივი მარგველაშვილი ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენით დაჯილდოვდა.
 
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, დღეს, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და ფილოსოფოსს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, პირადად გადასცა და  88 წლის იუბილე მიულოცა. თავის მხრივ გივი მარგველაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ჯილდოსათვის მადლობა გადაუხადა.