​საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება გამოსცა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მედიასთან განცხადება გააკეთა. როგორც გიორგი კვერენჩხილაძემ აღნიშნა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დააკისრა მთავრობის მოვალეობის შესრულება, მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე.
 
„კონსტიტუციის მიხედვით ახლა საქართველოს პარლამენტი, საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერმინისტრობის კანდიდატს და დღევანდელი დღიდან შვიდი დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.