​საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი მიიღო, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ლიეტუვას ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი მიმართულებების განვითარების საკითხები, რომლებიც დინამიურად ვითარდება. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას ხელისუფლებას საქართველოს ინტერესების დაცვისა და უდიდესი  საერთაშორისო მხარდაჭერისათვის.
შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი და ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ერთობლივად.
დეტალური საუბარი შედგა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან და რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს დაცულობასა და უსაფრთხოებაზე.