​სოფიო შამანიდმა პანკისში შეხვედრები გამართა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. 
 
სოფიო შამანიდმა პანკისელებთან არსებულ პრობლემებზე და იმ საჭიროებებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. პრეზიდენტის მრჩეველმა უხუცეს ქალთა საბჭოსთანაც გამართა შეხვედრა და ქალთა უფლებების თემაზე მოისმინა ხეობის მოსახლეობის აზრი. 
 
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პანკისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც გამართა შეხვედრა. როგორც სოფიო შამანიდმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაინტერესებულია მხარი დაუჭიროს პანკისში არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტებს.