​სომხეთის პრეზიდენტმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
სერჟ სარგსიანი გმირთა მოედანზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად იმყოფებოდა.