„CCTV AMERICA” ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

სამწუხაროდ, აღნიშნული არ არის მხოლოდ დე ჟავუ. ეს ყოველთვის მტკივნეულია საქართველოს მოქალაქისათვის, რომელმაც განიცადა რუსეთის ოკუპაცია და დაბომბვები. რა თქმა უნდა, არსებობს ემოციური დამოკიდებულება, თუმცა ეს არ არის ყველაფერი. ჩვენ გვაღელვებს რუსეთის საგარეო პოლიტიკა თავის მეზობლების მიმართ, რომლებსაც ის განიხილავს საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად და რაც ვლინდება აგრესიულ ოკუპაციურ ქმედებებში. არის დამოკიდებულება, რომ რუსეთს აქვს ლეგიტიმური უფლება პოლიციური ქმედებები განახორციელოს თავის სამეზობლოში.
 
თქვენ ისმენდით ამ არგუმენტებს ადრეც, განსაკუთრებით 2008 წელს.
 
დიახ, ჩვენ ვხედავთ რუსეთის ამგვარ საგარეო პოლიტიკას და არ მოგვწონს ის. ჩვენ გვჯერა, რომ ერებმა, დამოუკიდებლად მათი ეკონომიკური, სამხედრო თუ ტერიტორიული შესაძლებლობებისა, უნდა ითანამშრომლონ კეთილი ნების, საერთაშორისო სამართლისა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემის საფუძველზე. სწორედ ასე გვსურს ვიურთიერთობოთ ჩვენს მეზობლებთან, რასაც ვაკეთებთ კიდეც, თუმცა რუსეთი სხვაგვარად იქცევა.
 
ერთერთი არგუმენტის მიხედვით, რუსეთს, ვლადიმერ პუტინს აქვს უფლება დაიცვას რუსი ხალხი მსოფლიოს ყველა წერტილში, საქართველოს ჩათვლით.
 
ეს ძალზედ გაზვიადებული არგუმენტია. საქართველო ან უკრაინა არ არის ის ქვეყნები, რომლებსაც სურთ მტრული დამოკიდებულება ჰქონდეთ თავინათ საზოგადოებასთან ან მეზობლებთან. ჩვენ გვსურს განვიხილოთ ყველა ჩვენგანის საჭიროებები, თუ როგორ შევძლებთ ორმხრივი ურთიერთობების საფუძველზე უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ ჩვენი მოქალაქეებისათვის, რუსეთის მოქალაქეების ჩათვლით.
 
ჩვენთვის დასავლეთში, ამერიკასა და ევროპაში ადვილია იმის გაგება თუ რა მიმართულებით მიდის ჩვენი ხელისუფლება. თქვენთან საქართველოში და მეზობელ სახელმწიფოში ხალხი თითქოს იძულებულია რომელიმე მხარე დაიჭიროს - აირჩიოს რუსეთი ან აირჩიოს ევროპა და ამერიკა. ფიქრობთ თუ არა, რომ მსგავს იძულებას აქვს ადგილი?
 
როდესაც საქმე ეხება ჩვენს თავისუფალ არჩევანს, ჩვენ განვიცდით რუსეთის წნეხს. ჩვენ არ გვაიძულებენ ავირჩიოთ ევროპა და ნატო. ეს არის გადაწყვეტილება და ხედვა ჩვენი მომავალი განვითარებისა. ჩვენ გვსურს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში, თუმცა საქართველო და ასევე, უკრაინა და მოლდოვა დაისაჯა ამ თავისუფალი არჩევანისათვის. მიუხედავად ამისა, დასჯამ ვერ შეცვალა ჩვენი გადაწყვეტილება.
 
მოდით ვისაუბროთ ჩინეთზე. საქართველოს აქვს არაჩვეულებრივი გეოპოლიტიკური მდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე. ჩინეთის აბრეშუმის გზის ახალი პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ, განავითარებს პორტებს, რომლითაც შეძლებთ ჩინეთში ექსპორტირებას. როგორ ხედავთ ჩინეთთან ურთიერთობას? ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველო შესაძლოა ამ თვალსაზრისით აღმოსავლეთისაკენ გადაიხაროს?
 
როგორც აღვნიშნე, ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები პროექტის განხორციელებადობის ტექნიკურ საკითხებზე. მოლაპარაკებები დაიწყება ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებაც. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ და მხარს ვუჭერთ აბრეშუმის გზის პროექტს და მის განვითარებას საქართველოს გზის გავლით. როგორც ახსენეთ, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული როლი, რადგან ვაკავშირებთ ორ კონტინენტს. თუმცა ჩვენ ვრჩებით იქ სადაც ვართ და უფრო განვავითარებთ და გავაღრმავებთ ურთიერთობებს როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან. როგორც აღვნიშნე, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპასთან და ვავითარებთ შესაბამის სტანდარტებსა და ფორმატს. მე მოხარული ვარ, რომ ჩინელი პარტნიორები სრულიად აღიარებენ ჩვენს მნიშვნელოვან როლს აბრეშუმის გზის პროექტში.
 
ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ სატრანზიტო მარშრუტების განვითარების შემთხვევაში, საბოლოოდ, ჩინეთში საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული ღვინო?
 
მე ვხედავ, რომ ქართული ღვინისა და მინერალური წყლების სახელი უფრო ნაცნობი ხდება მსოფლიოსათვის. ჩვენ ვიყავით პირველები საბჭოთა ბაზარზე, სადაც ჩვენი ბრენდების სახელები კვლავ ცნობილია და ახსოვთ. თუმცა ეს შედარებით დახურული სივრცე იყო. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი დასავლელი და აღმოსავლელი პარტნიორები თანდათან აღიარებენ ქართული ღვინის უნიკალურ გემოს. იგივე ხდება ჩინეთშიც. უკვე რამდენიმე შეხვედრაზე მოვისმინე, რომ ჩინელი მომხმარებლების ინტერესები ქართული ღვინისა და მინერალური წყლების კუთხით იზრდება.

President Giorgi Margvelashvili on Georgia-Russia relations