„Foreign Policy”-ის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან

რუსეთსა და ამერიკას შორის იარაღის ჟღარუნის ფონზე საქართველო შუალედურ გზას ირჩევს
 
ნიუ იორკი - გაერთიანებული ერების სამიტიზე, ამერიკისა და რუსეთის განსსხვავებული ხედვების ფონზე, სამხრეთ კავკასიაში მდებარე პატარა სახელმწიფო საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა თავი აარიდოს როგორც ვაშინგტონთან, ისე მოსკოვთან დაპირისპირებას.
 
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თბილისის ძალისხმევა მიმართულია დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლის აღდგენისა და ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისაკენ.
 
“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს უფლება აწარმოოს დამოუკიდებელი პირისპირი პოლიტიკა რუსეთთან და სხვა მეზობლებთან,“ განცხადა პრეზიდენტმა თავის ინტერვიუში „Foreign Policy”-თან.
 
თავის სასტუმროს ოთახის სკამის საზურგეს მიყრდნობილი, შეხსნილი საყელოთი და მოშვებული ჰალსტუხით მარგველაშვილი საკმაოდ დაღლილი ჩანდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამართული ცხარე რიტორიკის ფონზე, რომლითაც აივსო კიდეც პრესის ფურცლები.
 
თბილისს ნამდვილად ბევრი პრეტენზია უნდა ჰქონდეს რუსეთის მიმართ: კრემლი განაგრძობს ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონის სამხედრო, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას; გასულ თვეებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა გადმოსწიეს სასაზღვრო ხაზი ქვეყნის შიგნით; თებერვალში, რუსეთმა მოახდინა სამხედრო და ეკონომიკრი პარტნიორობის რატიფიცირება აფხაზეთთან, რასაც ზოგიერთები მიიჩნევენ კიდეც დე-ფაქტო ანექსიად.
 
თუმცა, 2008 წლის 5 დღიანი ომის შემდეგ, საქართველოს მოქმედი მთავრობა კარგად იაზრებს თუ რა შეიძლება გამოიწვიოს პროვოკაციულმა ანტირუსულმა რიტორიკამ, როდესაც საქართველოს სამხედრო ოპერაციას სამხრეთ ოსეთში, მოჰყვა რუსეთის პირდაპირი სამხედრო ინტერვენცია. კონფლიქტი მოხდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. ის იყო პროამერიკული პოლიტიკოსი, რომელიც არ ერიდებოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საჯარო გაკიცხვას.
 
„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ემოციურად უნდა მოვიქცეთ,“ - თქვა მარგველაშვილმა. „რაც გვჭირდება, ეს არის რუსეთთან რაციონალური დიალოგის შესაძლებლობა“.
 
მარგველაშვილის რბილი მიდგომა განსხვავდება მისი უკრაინელი კოლეგის პოლიტიკისგან, რომელმაც ამ კვირას, გენერალურ ანსამბლეაზე მკაცრად გააკრიტიკა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია და პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერა ქვეყნის ქაოსით მოცულ აღმოსავლეთში.
 
„საქართველოს ლიდერებს კვლავ აქვთ დასავლეთისკენ სწრაფვის მყარი პოზიცია, თუმცა მათი რიტორიკა არის ზომიერი, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის პროვოკაცია, რაც ვერ მოხერხდა წინა ადმინისტრაციის დროს,“ თქვა ლაურა ლინდერმანმა, საქართველოს ექსპერტი ატლანტიკურ საბჭოში. „ამგვარი მიდგომა, ვფიქრობ, უფრო ჭკვიანური და გონივრულია.“
 
მარგველაშვილის ქართული კოალიციის მთავრობაში მოსვლის 2012 წლიდან, ხელისუფლებამ დადო რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებისა და ქართულ ეკონომიკის გაჯანსაღების პრიობა, რასაც სკეპტიკურად შეხვდა ამერიკელი ნეოკონსარვატორების წრე, რომელებიც ღელავდნენ, რომ არ დაეკარგა ამერიკას თავისი მოკავშირე მსოფლიოს სტრატეგიულ ნაწილში.
 
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მოსკოვთან ვაჭრობა აღდგა (რუსეთი ამჟამად საქართველოს რიგით მეოთხე სავაჭრო პარტნიორია), სანაცვლოდ, ოფიციალურმა კრემლმა მხოლოდ გაზარდა თავისი მხარდაჭერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ამბოხებულთათვის.
 
ამასთან ერთად, რუსული რუბლის გაუფასურების ფონზე საქართველოს ეკონომიკაც დიდი პრობლემის წინაშე დგას. 2015 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ 2.5 პროცენტით, მაშინ როდესაც გასული წლის იმავე პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 4.5 პროცენტი იყო.
 
მიუხედავად ყველაფრისა, ვარაუდი, რომ სააკაშვილის მართველობის შემდეგ საქართველო გახდებოდა რუსეთის სატელიტი ქვეყანა, მცდარი აღმოჩნდა.
 
მარგველაშვილი და საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგრძელებენ სწრაფვას დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისკენ. უმთავრესად აღნიშნული ეხება ევროკავშირსა და ნატოს, მიუხედავად გერმანიისა და საფრანგეთის დიდი ხნის ოპოზიციისა, რაც გამომდინარეობს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის წინაშე მდგარი პრობლემებიდან.
 
სამშაბათს მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოთქვა დასავლეთთან უფრო ახლო კავშირის დამყარების სურვილი. „ჩვენ გვაქს განვითარების ნათელი მიზანი ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით, თუმცა ეს არ მოხდება არავის ხარჯზე, რადგან ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაინტერესებულია მეტი უსაფრთხოებითა და სტაბილურობით, თუმცა არა სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე,“- თქვა მან რუსეთზე აშკარა მინიშნებით.  
 
თუმცა მოქმედ ხელისუფლებას აქვს ასევე პრობლემები, თუნდაც სასამართლო დამოუკიდებლობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. სახელმწიფო დეპარტამენტი და ადამიანთა უფლებების დაცვის ჯგუფები გამოთქვამენ პრეტენზიებს პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნის შესახებ, რომელიც მიმართულია სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) პარტიის წევრების წინააღმდეგ.
 
ამ თვის დასაწყისში, ენმ-ს წევრი და თბილისი ყოფილი წევრი გიგი უგულავა 14 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან 1 დღის გათავისუფლების შემდეგ, კვლავ ციხეში დააბრუნეს. მას მიესაჯა ოთხნახევარი წლით პატიმრობა მერობის დროს გაფლანგული თანხების გამო, თუმცა კრიტიკული შეფასებების მიხედვით, გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.
 
მარგველაშვილმა უარყო კრიტიკა სასამართლო სისტემის პოლიტიზირების შესახებ. „ყოველთვის იქნება შეკითხვა სასამართლო სისტემის სამართლიანობასთან დაკავშირებით და ყოველთვის იქნება ამ სამართლიანობის კრიტიკა, რასაც ვხედავთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით,“-თქვა მან. თუმცა, ის საკმაოდ ღია აღმოჩნდა უგულავას შეწყალების საკითხის თაობაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს თუ „საქმე ფორმალურად არ გადაეცა შეწყალების კომიტეტს.“
 
„სახელმწიფო სჯის, როდესაც არსებობს დანაშაული, თუმცა ინდივიდთან ურთიერთობისას მან ასევე შეიძლება ადამიანური თვალსაზრისით ხელსაყრელი გადაწყვეტილება მიიღოს. ასე გამოიყენებოდა შეწყალების მექანიზმი აქამდე და ასე გამოვიყენებთ მას მომავალში,“ - განაცხადა მან.
 
მარგველაშვილი ასევე გამოეხმაურა წინა კვირას თბილისში შემდგარ რამდენიმე ათეულიან პრორუსულ დემონსტრაციას, სადაც ქართველები მოითხოვდნენ რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღდგენას. მიუხედავად პროტესტის სიმცირისა, ის მაინც გამოჩნდა საერთაშორისო პრესის ფურცლებზე, რაც გამოწვეულია მსგავსი დემონსტრაციების იშვიათობით მყარად პროდასავლურ ქვეყნებში.
 
„არსებობს პრორუსული და პროევრაზიული ჯგუფები საქართველოში. მე ვფიქრობ, რომ ისინი ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების მეტი განვითარების კვალდაკვალ, მათ დაიწყეს საკუთარი აზრის გამოხატვა,“ თქვა მარგველაშვილმა.
 
მახარებს თუ არა ეს? რა თქმა უნდა, არა,“- დაამატა მან. „თუმცა მე ამას განვიხილავ დემოკრატიული პროცესის ნაწილად. როდესაც არსებობს დემოკრატია, იქ ყოველთვის იქნება მოსაზრებები, რომლებიც არ იქნება თანხვედრაში ჩემს ხედვებთან, თუმცა ჩვენ უნდა შევიწყნაროთ ამგვარი მოსაზრებები.
 
მცირე პრორუსული სენტიმენტების საქართველოში არსებობას, მისი აზრით, ხელს უწყობს, რუსული პროპაგანდა, რომელიც კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსული მედიასაშუალებებით წარმოებს.
 
კითხვაზე - დაეხმარა თუ არა ამერიკა საქართველოს უკანასკნელ თვეებში ისე, როგორც მოსკოვი ეხმარება სეპარატისტულ რეგიონებს, მარგველაშვილმა თავი შეიკავა ობამას ადმინისტრაციის კრიტიკისგან.
 
„ამერიკის შეეერთებული შტატები არის საქართველოს დიდი მოკავშირე, ჩვენ გვაქვს კარგი პარტნიორობა, რასაც ვავითარებთ,“ - თქვა მან. „თუმცა მიზეზი, რის გამოც აქ ვარ, არის საქართველოს ხილვადობის გაზრდა ამერიკული ეკრანის რადარებზე და ასევე იმისთვის, რომ განვიხილოთ თანამშრომლობის გაზრდის პოტენციალი ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან.“
 
ორშაბათს, ობამამ და პუტინმა გამოთქვეს განსხვავებული ხედვები მსოფლიო წესრიგის შესახებ. მაშინ როდესაც ობამა მხარს უჭერს უნივერსალური ადამიანის უფლებების დაცვას, პუტინი აკრიტიკებს დასავლეთს კონტრპროდუქტიული ინტერვენციებისათვის, მაგალითად, ლიბიასა და ერაყში. ამ საკითხთან დაკავშირებითაც მარგველაშვილის კომენტარი მახვილგონივრულობით გამოირჩეოდა.
 
„განსხვავებული ბანაკების საკითხი, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ და ამის შედეგები არ არის ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფით,“- განაცხადა მან.

An exclusive FP interview with Georgian President Giorgi Margvelashvili