დავით პატარაია საქართველოს პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვიზიტს ლატვიის რესპუბლიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა, სწორედ, მაისში ლატვიაში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის კონტექსტში აქვს.
„გამოვყოფდი ორ მომენტს. პირველი არის ის, რომ ლატვია არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფო და ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების უფრო და უფრო გაღრმავება. ამ მიზანს ემსახურება სწორედ ეს ვიზიტი. მეორე მომენტი მდგომარეობს იმაში, რომ უახლოეს პერიოდში რიგაში ტარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელზეც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. აქედან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სწორედ რიგის სამიტის კონტექსტში", - განაცხადა დავით პატარაიამ.