ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პრეზედენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა სამუშაო შეხვედრა დღეს ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებთან გამართა. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნული კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმების შესახებ ექსპერტთა მოსაზრებები მოისმინა.  
შეხვედრის მსვლელობისას, კანდიდატურის შერჩევის მიზნით, მხარეები თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე შეთანხმდნენ. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ამ პროცესში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ.
ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებმა, რომლებმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გამართეს, განაცხადეს, რომ ქვეყნის პირველ პირს საკუთარ კანდიდატურასაც წარუდგენენ.