ესტონეთის პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში სამუშაო ვიზიტი ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ მუხათგვერდის სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყო.
მუხათგვერდის სასაფლაოზე ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან ერთად იმყოფებოდა და ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკო.