ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების შემდეგ „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტს გაესაუბრა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, ერთადერთი ხელშესახები შედეგი გახდა ევროკავშირთან საქართველოსა და მოლდოვას დაახლოება. ვილნიუსის სამიტის შემდეგ, „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა.
 
EURONEWS:ბატონო პრეზიდენტო, ახლახან, თქვენმა ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოახდინა და თქვენ იმედოვნებთ, რომ ძალიან მალე  საქართველო ევროკავშირში გაერთიანდება. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თაობაზე იფიქროთ?
 
საქართველოს პრეზიდენტი: საქართველო ევროპის ისტორიული ნაწილია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზით სვლას. გარკვეულ ეტაპზე - იმედი მაქვს, რომ ეს ახლო მომავალში მოხდება - ნამდვილად გავხდებით ამ ოჯახის წევრი, თანაც არა მხოლოდ კულტურული, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც“.
 
EURONEWS:როგორ მიგაჩნიათ, მიმართავს რუსეთი ზეწოლას ხელმოწერის ხელის შეშლის მიზნით, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში მოხდა? როგორ შეძლებთ წინ აღუდგეთ ამ ფაქტს?
 
საქართველოს პრეზიდენტი: ყოველთვის სწორი არ არის პოლიტიკაში ანალოგიების მიხედვით განსჯა. რა თქმა უნდა, სამიტის არსებული გარემო იწვევს ასეთი ანალოგიების დაშვების ცდუნებას. ჩვენ გვინდა ვიფიქროთ, რომ ევროპული ორმხრივი მომგებიანობის პოლიტიკა, ევროპული პარადიგმა, უფრო დიდი და უფრო გაფართოებული ევროპა ნიშნავს უფრო უსაფრთხო მსოფლიოს, უსაფრთხო რეგიონს და რუსეთისთვის უსაფრთხო მეზობელს.
 
EURONEWS: თქვენ გსურთ თქვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი და, ამავე დროს, თქვენ გინდათ ურთიერთობის ნორმალიზება რუსეთთან. როგორ ფიქრობთ, ეს ორი რამ შეთავსებადია?
 
საქართველოს პრეზიდენტი: შეუძლია ვინმეს ამიხსნას, რატომ არ არის ეს შესაძლებელი?“
 
EURONEWS: ნატო და რუსეთი?
 
საქართველოს პრეზიდენტი: საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას საკუთარი პოლიტიკა აქვს. საქართველო ცდილობს ყველა მეზობელს, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, აუხსნას, რომ ცივილიზებული, ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო, ევრო-ატლანტიკური საქართველო, არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს; პირიქით, ეს ნიშნავს უფრო სტაბილურ საზღვრებს, უფრო სტაბილურ სამეზობლოს.