ფიქრია ჩიხრაძე - როცა ერთად ვხედავთ ვანო ზარდიაშვილს და ოთო კახიძეს, არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინააღმდეგ ორკესტრირებული ბინძური პიარკამპანია ააგორეს და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებასთან" ერთად, ერთნაირი ლექსიკით და სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, რაც უკვე ძალიან მძიმე შემთხვევაა.
"მე მესმის, როდესაც ზარდიაშივლი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, რომ მიეცა შესაძლებლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის "ევროპულის საქართველოს" წარმომადგენლები არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს.
სამწუხაროდ, ხელისუფლება და ოპოზიცია მიზანმიმართულად, ერთ ხმაში ლაპარაკობს ამ კუთხით, ეს ძალიან დასანანია და როდესაც ერთად ვხედავ მე ვანო ზარდიაშვილს და ოთო კახიძეს, არ შეიძლება არ გამახსენდეს ზურაბ ადეიშვილის "ბედნიერი დრო", როდესაც ისინი თანამშრომლები იყვნენ და როგორც ჩანს დღესაც მშვენივრად თანამშრომლობენ ასეთ საკითხებში. საკითხი არის სწორედ პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება და წარმართვა ყოველდღიურად პრაქტიკულად.
რასაკვირველია, ამ პოლიტიკურ ძალებს შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე საუბრობენ. ჩვენ, არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველი შეაფასებს", - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.