ფიქრია ჩიხრაძემ კანტის აკადემიის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ დღეს პრეზიდენტის სასახლეში კანტის აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. კანტის აკადემიის სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
პრეზიდენტის მრჩეველმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნაში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლსა და პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითად პრინციპებზე. სტუდენტებთან შეხვედრისას ფიქრია ჩიხრაძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები და არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილა. პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზი გაუსვა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში მოქალაქეების, მათ შორის ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მუდმივად თანამშრომლობს კანტის აკადემიასთან, რომელიც საქართველოში სკოლის მოსწავლეების აკადემიური განვითარებისათვის შექმნილ წამყვან არაფორმალურ საგანმანათლებლო პლატფორმას წარმოადგენს.