გიორგი აბაშიშვილი - ,,ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე ვერც პროკურატურისათვის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის დაწყება ვერ გაბედა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ,,ქართულმა ოცნებამ'' პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ წაყენებულ კორუფციულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის მოწოდების მიუხედავად,  ვერც პროკურატურის მიმართვა და ვერც იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ვერ გაბედა.
“დღეს, პარტია “ ქართულ ოცნებას “ პრეზიდენტ მარგველაშვილის შიში აერთიანებს. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლამდე “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური პარტია, ფაქტობრივად დაიშალა. 
სწორედ ამ შიშის გამო იყო ის, რომ მათ არ მისცეს საშუალება პრეზიდენტს მონაწილეობა მიეღო საქართველოს პარლამენტში დებატების ფორმატში. სწორედ ამ შიში გამო, მათ კორუფციასთან დაკავშირებული, უმძიმესი ბრალდება წაუყენეს საქართველოს პრეზიდენტს. 
ჩვენს მოწოდობაზე, რომ ან პროკურატურისთვის მიემართათ ამ ბრალდებებთან  დაკავშირებით, ან იმპიჩმენტის პროცედურა დაეწყოთ მათ ფაქტობრივად ვერაფერი გაბედეს. 
ასეთი უკან დახევის ფონზე, მე მინდა ვთხოვო საზოგადოებას კარგად გაანალიზოს და შეაფასოს არსებული ვითარება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.