გიორგი აბაშიშვილი „ DCFTA-დან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკას ძალიან სერიოზული შესაძლებლობა ეძლევა“

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი თბილისში მიმდინარე კონფერენცაზე სიტყვით გამოვიდა. კონფერენცია რომლის თემაც არის „ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, პერსპექტივები და გამოწვევები" ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა.
 
„საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე ეძლევა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა გავატაროთ რეფორმები მთელი რიგი მიმართულებით", - განაცხადა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას  გიორგი აბაშიშვილმა.
 
კონფერენციის ორგანოზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი. აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროიტეგრაციის საკითხებზე.