გიორგი აბაშიშვილი წნორში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა წნორში, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი გამოფენა დაათვალიერა და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.
პროექტის „ქიზიყელი გოგონები ცვლიან“  მიზანი ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის კვლევა და წახალისებაა. პროექტის ფარგლებში, ამ მიზნით და ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში შეიქმნა საზოგადო მოღვაწე ქალთა ღია მუზეუმი.
გიორგი აბაშიშვილმა "ცოდნის კაფეში"  სწორედ სოფლის ახალგაზრდების მიერ შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე წარმოდგენილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში იმ აქტიური ქალების ისტორიებს ასახავდა, რომლებიც მნიშვნელოვან საზოგადოებრივ საქმეებს აკეთებენ  და ცვლიან საკუთარ გარემოს ლოკალურ დონეებზე.