გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური პროფილის ექსპერტებს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეკონომიკური სფეროს ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა იყო, კერძოდ სავალუტო კრიზისი და სავალუტო სტაბილიზაციის კონკრეტული გეგმის შემუშავების მნიშვნელობა.
"დღევანდელი შეხვედრა დაეთმო ქვეყანაში არსებულ სავალუტო კრიზისს, სავალუტო სტაბილიზაციის გეგმას, რომელიც უნდა იქნას შემუშავებული და იმ პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნული პერიოდისათვის ქვეყნაში არსობებოს, როგორ შეიძლება ერთის მხრივ გამოვიდეთ არსებული სიტუაციიდან ძალიან სწრაფად, მეორეს მხრივ კი შესაძლებელი იყოს გრძელვადიან გეგმაზე მუშაობა და ასევე დაიხვეწოს პროგნოზირების სისტემა, იმისთვის, რომ მომავალში მსგავსი ტიპის სავალუტო რყევები, რომელმაც ჯამში სავალუტო კრიზისი გამოიწვია, თავიდან იქნას აცილებული."-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.