გიორგი აბაშიშვილი ევროკავშირისა და ნატოს შესახებ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ საქმიანობის ანგარიშს და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული სასწავლო სახელმძღვანელოს „გზამკვლევი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ პრეზენტაციას დაესწრო.
2017 წელს, ცენტრის პრიორიტეტი რეგიონული ქსელის გაფართოება იყო. ოთხმა ახალმა რეგიონულმა ბიურომ დაიწყო მუშაობა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში. საერთო ჯამში, საქართველოს მასშტაბით ცენტრის 7 ბიურო ფუნქციონირებს.