გიორგი აბაშიშვილი კომპანია „ფრონტერას“ წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი კომპანია „ფრონტერას“ თავმჯდომარესა და უფროს აღმასრულებელ დირექტორს სტივ ნიკანდროსს და აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტს ზაზა მამულაიშვილს შეხვდა.
საუბარი შეეხო ამერიკული ნავთობისა და გაზის კომპანია „ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშნ“-ის მიერ საქართველოში გაზის ოპერაციების წარმოებას. კომპანიის წარმომადგენლებმა გიორგი აბაშიშვილს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ქვეყანაში კომპანიის მიერ განხორციელებული ინტენსიური ტექნიკური სამუშაოების შესახებ. „ფრონტერას“ წარმომადგენლების მხრიდან ყურადღება გამახვილდა ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, ენერგობაზარზე ჯანსაღი კონკურენციის აცილებლობაზე; საუბარი ასევე შეეხო კომპანიის მიერ საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ პროექტებს.