გიორგი აბაშიშვილი მონტენეგროს პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს მონტენეგროს რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებში რუზდია ტუზოვიჩს და მონტენეგროს ეკონომიკური პალატის ვიცე-პრეზიდენტს ივან საველიჩს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და მონტენეგროს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს, მათ შორის მომავალ წელს საქართველო-მონტენეგროს ბიზნეს ფორუმის პროექტის განხორციელების გზებს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ.