გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გამართულ სემინარში მონაწილეობს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში, გიორგი აბაშიშვილი მსოფლიო ბანკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციტივით გამართულ ცოდნისა და გაზიარების ორდღიან სემინარში იღებს მონაწილეობას.
 
ღონისძიება იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროებთან თანამშრომლობითა და პოლონეთსა და საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას შორის მიმდინარე პროექტის „პოლონეთი - გლობალური განვითარების პარტნიორი“ ფარგლებში.
 
სემინარის მიზანია გამოცდილების გაცვლა პოლონეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მათ შორის, მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მიმართულებით.
 
ღონისძიებას, რომლის მონაწილეებიც, დღეს საბანკო ზედამხედველობის საკითხებზე მსჯელობენ, ესწრებიან სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ანჟეი ჩიეშკოვსკი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.