გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.
საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზი იყო, განსაკუთრებული ყურადღება ლარის კურსის მერყეობას დაეთმო.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ფაქტორები, რაც გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე. ასევე ისაუბრეს მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნეს ეროვნულ ბანკსა და მთავრობას შორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობა.
შეხვედრისას აგრეთვე ისაუბრეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის მაჩვენებლისა და იმ ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობის შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდასა და ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.