გიორგი აბაშიშვილი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი სემეკ-ის წევრობის კანდიდატებს შეხვდა.
 
პრეზიდენტის მრჩეველმა სემეკ-ის ვაკანტურ თანამდებობებზე კომისიის  წევრობის კანდიდატებს იმ პროცესზე ესაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაიწყო და სამ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შერჩევას ითვალისწინებს.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კანდიდატების შერჩევისას,  აღნიშნულ პროცესში ჩართულები არიან ექსპერტები  და ამ  დარგის სპეციალისტები. დაახლოებით ერთი თვეა რაც პროცესი მიმდინარეობს და  დღეს შევხვდით  ოცდაათზე მეტ კანდიდატს,  რომლებსაც სურთ სემეკ-ის წევრობა.  გავაცანით მიმდინარე  პროცესი თუ როგორ მოხდება კანდიდატების  შერჩევა.  ეს პროცესი   ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა,  ყველა მსურველს შეეძლო ნომინირებული ყოფილიყო წევრობის კანდიდატად.  გამომდინარე იქიდან,   რომ კანდიდატების რაოდენობა არის უპრეცედენტოდ მაღალი და გრძელდება კონსულტაციები ექსპერტებთან,  ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით  ვეკიდებით ამ საკითხს.“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
 
ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება ვადა.