გიორგი აბაშიშვილი - ვისაც სააკაშვილის მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა.
,,გუშინ, ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტ სააკაშვილის მორიგი არაადეკვატური განცხადება. 
მან ძალიან კარგად იცის, რომ მისთვის მოქალაქეობა პრეზიდენტ მარგველაშვილს არ ჩამოურთმევია. მან სრულიად შეგნებულად, თავად დათმო საქართველოს მოქალქეობა უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ. მეტიც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით.
გუშინ, მან სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებებით პირველად მოითხოვა მოქალაქეობის აღდგენა, რაზეც რეაგირებაც შესაბამისია - ვისაც მისი მსგავსი ტონის ეშინოდა, ან ეშინია მოქმედ, თუ მის ყოფილ მთავრობაში, შეუძლია ასეთი ტონით მათ მიმართოს და მათგან მოითხოვოს მოქალაქეობის აღდგენა“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.