გიორგი აბაშიშვილის და დავით რაქვიაშვილის შეხვედრა შეიხ ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანისთან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა   დუბაიში ვიზიტის ფარგლებში შეხვდრა გამართეს მის უმაღლესობა დუბაის შეიხ ნაჰაიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰაიანისთან. შეხვედრისას მხარეებმა  საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღნიშნული მოლაპარაკებები მიზნად ისახავდა 10-11 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არაბთა საემიროებში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტსა და შეიხის მიერ გაზიარებული ხედვების განხორციელების გზების დასახვას