გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში კეიჯი მოორს შეხვდა. შეხვედრისას, ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც. პრეზიდენტის მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა ის პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკური მიმართულებით აქვს. გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა ახალი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზეც ისაუბრეს და ყურადღება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე გაამახვილეს.
თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე საუბრისას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.