გიორგი აბაშიშვილმა და კეიჯი მოორმა პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელს პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში კეიჯი მოორს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა იყო. როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა კეიჯი მოორსთან შეხვედრისას, პრეზიდენტის მომდევნო კვირას დაგეგმილ ყოველწლიური მოხსენებაზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ ის 9 თემა იყო განხილული, რაზეც პრეზიდენტი ყურადღებას თავის მოხსენებაში გაამახვილებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს თემები არის ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების აუცილებლობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან, ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებებით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება. პრეზიდენტი პარლამენტს 31 მარტს მიმართავს.