გიორგი აბაშიშვილმა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს მისიის დირექტორს ანდრეა ქერბსს შეხვდა. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ საქართველოში განხორციელებული და დაგეგმილი კვლევების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო ამ კვლევების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მნიშვნელობას.
ანდრეა ქერბსმა გიორგი აბაშიშვილს საქართველოში ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მათ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებზეც იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობასა და მჭიდრო კომუნიკაციაზეც შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე IRI-ის საქართველოს მისიის პროგრამის ოფიცრები ნინო დოლიძე და ვლადიმერ რაზმაძე ესწრებოდნენ.